“მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი” – ზურაბ ჟვანიას თანამოაზრეების აქცია

ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ს მეგობრები, ახლობლები და თანამოაზრეები იკრიბებიან.
“მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი” – ამ შინაარსის ბანერი აქვთ პროტესტის რეჟიმში გადასულ მოქალაქეებს ადგილზე გაშლილი, რომლებიც რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებასა და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.
საპროტესტო აქციაზე ზურაბ ჟვანიას მეუღლე, ნინო ჟვანიაც იმყოფება. როგორც ის “პირველებთან” აცხადებს, ზურა სწორედ ის პოლიტიკოსი იყო, რომელიც სხვადასხვა კრიტიკულ ვითარებაში გამოსავლის ძიებასა და საერთო მიზნის გამოკვეთისკენ მიისწრაფოდა.
მძიმე სიტუაციაა. სულ იმაზე ვფიქრობ, ზურა როგორ მოიქცეოდა, როგორ შეეცდებოდა, რომ ყველა მხარესთან საერთო ენა გამოენახა. იყო პოლიტიკოსი, რომელიც გზების ძიებაში იყო და ადამიანური კავშირი ჰქონდა, რომელიც შემდეგ აძლევდა საშუალებას, რომ საერთო მიზანი და ინტერესი გამოეკვეთა”, – ამბობს ნინო ჟვანია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, თავს ჟანა დარკად აჩვენებენ, სინამდვილეში, პოლიტიკური თანამდებობისკენ იყურებიან, რა შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვონ

შალვა პაპუაშვილი – ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ ევროპულ საზოგადოებას – ვხედავთ ძალიან ზედაპირულ, რიგ შემთხვევაში, თავქარიან პოლიტიკას და მიდგომებს ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მხრიდან