“მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი” – ავტობუსებში საპროტესტო აუდიოჩანაწერები ირთვება

დილიდან თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გადახდის აპარატებში ისმოდა სხვადასხვა მიმართვები და მუსიკა, მათ შორის “გამარჯობა საქართველო”. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიერ 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, 9 აპრილს წარმოთქმული სიტყვა,
“9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!“
ს სიტყვები “მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი”, რომელიც მან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში წარმოთქვა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 1999 წლის 27 იანვარს. მის ამ სიტყვას ხშირად იყენებენ პროევროპულ საპროტესტო აქციებზე, რომელიც საქართველოში უწყვეტად მიმდინარეობს 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ.
დემონსტრანტები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასევე ისმის ევროკავშირის ჰიმნი, “დიდება საქართველოს! დიდება ს!” და სხვა.
თბილისის მერიის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება, სავარაუდო კიბერშეტევის გამო.
“საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე, რომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას „ს“ კონტრაქტორი კომპანიები – შპს „მს+“ და შპს „აზრი“ ახორციელებენ, ხარვეზი ფიქსირდება და აუდიო ჩანაწერი ირთვება. პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებმა ოპერატიულად დაიწყეს მუშაობა. აპარატები უახლოეს პერიოდში, ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვება”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში, რომლის თანახმად, ხარვეზის აღმოფხვრის პერიოდში ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
რადიო თავისუფლება ცდილობს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებული გადახდის აპარატების, ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელ კომპანიასთან დაკავშირებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ნიკა კაციას ორჯერ მოუწია ცივი წყლით ბანაობა, საკანში გაუთიშეს გათბობა – რაც შეეხება კვების ეპიზოდს, უფრო წარსულს ეხებოდა, საკვები არ ხვდებოდა ან „წყალწყალა“ საჭმელი მიჰქონდათ

თორნიკე შარაშენიძე – თუ ტრამპმა უცებ გადაწყვიტა, „არ მომწონს, როგორ იქცევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება“, ისეთი ხისტია, შეიძლება მძიმე სანქციები გამოისროლოს და ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაამთავროს