“მე ვარ კავ­კა­სი­ე­ლი – გო­გო­ნა კავ­კა­სი­ი­დან“ – ამომავალი თურქი ვარსკვლავის, სინემ უნსალის გზა დიდი წარმატებისკენ – Marao

“მე ვარ კავ­კა­სი­ე­ლი – გო­გო­ნა კავ­კა­სი­ი­დან“ – ამომავალი თურქი ვარსკვლავის, სინემ უნსალის გზა დიდი წარმატებისკენ – Marao
თურქულ სერიალებზე საუბრისას დღეს შეუძლებელია არ ვახსენოთ ერთ-ერთი ყველაზე ნაზი და, ამავდროულად, ძლიერი მსახიობი – სინემ უნსალი. მან თავისი ბუნებრივი შესრულებით და გულწრფელი ემოციებით შეძლო, რომ მაყურებელთა გულში ღირსეული ადგილი დაემკვიდრებინა და თურქული ტელევიზიის ერთ-ერთ გამორჩეულ სახედ ჩამოყალიბებულიყო.
სინემ უნსალი დაიბადა 1993 წლის 21 ივნისს, იზმირში. მან დაამთავრა ესქიშეჰირის უნივერსიტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის მიმართულებით, თუმცა მალევე მიხვდა, რომ მისი ნამდვილი მოწოდება სცენა და კამერის წინ ყოფნა იყო.
პირველი ნაბიჯები ტელევიზიაში მან 2017 წელს გადადგა, მცირე როლებით. თუმცა მისი თამაში იმდენად დამაჯერებელი და ბუნებრივი იყო, რომ მსახიობმა მალევე მიიპყრო პროდიუსერებისა და მაყურებლების ყურადღება.
სი­ნემ უნ­სა­ლის დედა ჩერ­ქე­ზუ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა, ხოლო მამა – აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი. ეს შე­რე­უ­ლი ეთ­ნი­კუ­რი ფონი და მდი­და­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს მისი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სტი­ლი­სა და პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.
თა­ვად სი­ნემს უყ­ვარს სა­კუ­თარ თავ­ზე თქმა: “მე ვარ კავ­კა­სი­ე­ლი, გო­გო­ნა კავ­კა­სი­ი­დან.“ ეს მის­თვის უფრო მე­ტია, ვიდ­რე წარ­მო­შო­ბის აღ­წე­რა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იგი თურ­ქეთ­ში, კერ­ძოდ, იზ­მირ­ში გა­ი­ზარ­და, მისი ეთ­ნი­კუ­რი იდენ­ტო­ბა მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ძვირ­ფა­სია.
სინემ უნსალის კარიერის გარდამტეხი მომენტი გახდა ექიმ თურნას როლი სერიალში Mucize Doktor, რომელიც 2019 წელს გავიდა ეთერში. სერიალი დაფუძნებულია სამხრეთკორეულ დრამაზე და მოგვითხრობს ექიმის ისტორიას. სინემმა მის მშვენიერ კოლეგასთან, ტანერ ოლმეზთან ერთად, შეასრულა ერთ-ერთი მთავარი როლი და დაუვიწყარი წყვილი შექმნა.
მის მიერ შესრულებული თურნა არა მხოლოდ პროფესიონალი ექიმის, არამედ ქალის სიმბოლო გახდა – ძლიერი, თანაგრძნობით სავსე და ერთგული. მისი გამოხედვა, ტონალობა და სხეულის ენა იმდენად ორგანული იყო, რომ სერიალის წარმატებაში უდიდესი წვლილი სწორედ მასაც მიუძღვის.
სინემ უნსალი არ არის მსახიობი, რომელიც ეპატაჟით ან ხმაურიანი პერსონით გამოირჩევა. პირიქით – ის ხასიათდება სიმშვიდით, დახვეწილი ელეგანტურობით და სათნოებით. ეს სიჩუმე ეკრანზეც იგრძნობა – მისი გმირები ხშირად „მეტყველი თვალებით“ საუბრობენ და მაყურებელზე ზუსტად იმ გავლენა ახდენენ, რაც სიტყვებს აღარ საჭიროებს.
სინემი უკვე იქცა თანამედროვე თურქული ქალის ერთ-ერთ სახედ — განათლებული, დამოუკიდებელი, მორალურად მყარი და პროფესიონალი. მასში თანაბრად იკითხება სილამაზე და გონიერება, შინაგანი ძალა და მგრძნობელობა.
სინემ უნსალი ამჟამად განაგრძობს კარიერის განვითარებას თეატრსა და ტელევიზიაში. კრიტიკოსები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, ხოლო მაყურებლები ელიან ახალ როლებს.
ამ­ჟა­მად ის მსა­ხი­ობ ბერქ ჯან­ქათს ხვდე­ბა, რო­მე­ლიც სე­რი­ალ “Senden Önce“-ს გა­და­ღე­ბებ­ზე და­ი­წყო. სი­ნემ­მა თა­ვა­დაც და­ა­დას­ტუ­რა ეს კავ­ში­რი და აღ­წე­რა, რო­გორც “ტკბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა.“სი­ნე­მი აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბის წესს მის­დევს. იგი გა­ტა­ცე­ბუ­ლია იო­გი­თა და პი­ლა­ტე­სით, რაც ეხ­მა­რე­ბა ფი­ზი­კუ­რი და მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში. ასე­ვე, ცნო­ბი­ლია, რომ ის დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს ჯან­საღ კვე­ბა­სა და ცხოვ­რე­ბის წესს. ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ უყ­ვარს ცეკ­ვა და პა­ტარ-პა­ტა­რა სი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი – ფილ­მის ყუ­რე­ბა, წიგ­ნე­ბის კი­თხვა და მშვი­დი სა­ღა­მო­ე­ბი მე­გობ­რებ­თან ერ­თად. თურ­ქუ­ლის გარ­და, სი­ნე­მი ფლობს ინ­გლი­სურ და გერ­მა­ნულ ენებს.