“მე ვარ ის ჯებირი…” – ზურაბიშვილის პასუხი კობახიძის ბრალდებას

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ირაკლი კობახიძის ბრალდებას პასუხობს:
რაც არ უნდა ლანძღვა, შეურაცხყოფები ყოფილიყო, მე საერთოდ არ ვთვლი საჭიროდ, რომ ვუპასუხო ყოველ შემთხვევას, თუმცა არასწორი არის და როცა დგება დრო, ისეთი თავდასხმა, როგორიც კამპანიის ნაწილია, იმაზე რეაქცია არ მივცე და დავტოვო ბუნდოვნება იმ საკითხებზე, რომელსაც ეხებიან. ეს კამპანია დაწყებულია, პირველ რიგში “ოცნების” პრემიერის მიერ და მერე პატარ-პატარები ამას აგრძელებენ. ეს ესება 4 ოქტომბერს და მე თურმე ან მთავარი ორგანიზატორი, ან თურმე ორგანიზატორებს შორის ვიმყოფები. ეს არის სრულიად მიუღებელი ჩემთვის, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფაქტობრივად არაფერს ეფუძნება და არანაირად არ ვყოფილვარ დაკავბშირებული არც ორგანიზებასთან, არც ვიცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც მგონი უსამართლოდ არიან ციხეში. მათთან კავშირი არ მქონია და ვერც მექნებოდა, რადგან მთელი ჩემი ცხოვრებსი მრწამსი არის იმაში, რომ ამ ქვეყანას სჭირდება დემოკრატიული წყობის გამყარება და თავისი მშიდობიანი გადასვლები სჭირდება ერთი რეჟიმიდან მეორეში. სამწუხარო, ჩვენი ამ ქვეყანაში ყოფნის დროს ეს ნაკლებად ხდება და გადავდივართ ავტორიტარული რეჟიმიდან ავტორიტარულში და უარესში, ანუ რუსული ტიპის ავტორიტარიზმში, მაგრამ ამის მიუხედავად, მე მიმაჩნია, რომ ჩვენი მომავალი არის დემოკრატიული მომავალი, სადაც ხალხი თავის გზას მშვიდობიანად აირჩევს, ეს გზაც მოვა. ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობა არ უნდა გადადგეს, ნახეთ, რომ ბულგარეთში მთავრობა გადადგა, მაგრამ უნდა გადადგეს მშვიდობიანი ზეწოლის ქვეშ. მე ასე ვფიქრობდი რომ სააკაშვილის რეჟიმსი დროსაც, როცა 138 დღე ვიდექი და ვიძახდი, რომ არც გარიგება და არც გადატრიალება. იგივე მრწამსით ვარ დღეს. რა აზრი ექნებოდა რომ მე სასახლეზე მქონოდა რამე გეზი, როცა მე ჩემი ნებით დავტოვე სასახლე და კიდევაც ვთქვი რატომ – იმიტომ, რომ შენობა მხოლოდ შენობაა და ის არაფერს წარმოადგენს. ეს არ ეხება იმას, რომ რომელიმე შენობაში იყოს ის პრეზიდენტი, რომელცი წარმოადგენს ბოლო კუნძულს ლეგიტიმურობის. მე თუ არ დავიცავი ეს ლეგიტიმურობა, მაშინ გამოდის, რომ პარლამენტიც ლეგიტიმურია, ყაველაშვილიც ლეგიტიმურია, ამიტომაც მე ვარ ის ჯებირი, რომელიც გვიცავს ამ არალეგიტიმური ხელისუფლებისგან. საინტერესოა, ეს კამპანია, რომელიც დაწყებულია, არ არის დაწყებული მხოლოდ “ოცნებისგან”, ამას ეხმარებიან რაღაც სიმბიოზში ნაციონალური მოძარობის ზოგიერთი წარმომადგენელი. ესენი მაბრალებენ, რომ 4 ოქტომბრის მომწყობი ვარ და “ნაციონალური მოძრაობის” ზოგი წარმომადგენელი მაბრალებს, რომ მე ვარ ჩამშლელი ხან 4 ოქტომბრის, ხან 31 მარტის, ხან 9 აპრილის, სადაც თვითონ დაიწყეს პროვოკაციები ჩემი გამოსვლების დროს. ეს ერთიბლიობა თავდასხმების ალბათ დამაფიქრებელია და გამამხნევებელი”, – ამბობს .