მე ვარ თქვენს გვერდით, თქვენთან და ბოლომდე ერთად ვიქნებით – სალომე ზურაბიშვილი პროტესტის მონაწილეებს

ექსპრეზიდენტი ფოთში ახალგაზრდებს, აქტივისტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილს ადგილობრივებმა სოციალურ სივრცეში “ლიმენა” უმასპინძლეს და ფოთში პროტესტის მიმდინარეობისას ზეწოლის, დაშინებისა და შევიწროვების ფაქტებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიზანიც მათი თქმით, საზოგადოებაში შიშის დანერგვა და ამით პროტესტის ჩახშობაა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანაში პროტესტის მთავარი იარაღი არის საზოგადოება, ხალხის ერთად დგომა, მხარდაჭერა, სოლიდარობა და სულიერი შემართება.
მისივე თქმით, დღეს ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გაშლილი და მასში საქართველოს ყველა რეგიონია ჩართული, რაც ძალიან დასაფასებელია, რადგან ვიცით, რომ რაც უფრო პატარაა ქალაქი, მით უფრო რთულია აქტივიზმი.
“მე ვარ თქვენს გვერდით, თქვენთან და ბოლომდე ერთად ვიქნებით!”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ პროვოკატორს ჯიბიდან დანაც კი ამოუვარდა. პოლიციამ ეს პროვოკატორი ტერიტორიიდან უბრალოდ გაარიდა. დღეს კი დააკავეს ბიჭები, რომლებმაც ამ ნ…….ს სათანადო პასუხი გასცეს

საბა ბრაჭველი: ნაკაცარმა ლაივი ჩართო და რუსთაველზე გინებით ჩამოიარა. მაგრამ ვიდეო შენახულია და შეგიძლიათ ნახოთ, იქაურებს რა სიტყვებით აგინებს. ჯიბეში დანა ედო. შსს-ს კადრებშიც ჩანს, ერთ მომენტში ჯიბისკენ რომ მიაქვს ხელი