“მე და რონალდო ძმებივით ვართ” – პეპე კრიშტიანოსთან ურთიერთობაზე საუბრობს

პორტუგალიის ნაკრების მცველმა კეპლერ პეპემ მისი გუნდის ევროპის ჩემპიონატიდან გამოვარდნასა და კრიშტიანო რონალდოს საქციელზე ისაუბრა.
როგორც იცით, პორტუგალიელები საფრანგეთთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ, მატჩის შემდეგ კი რონალდო პეპეს ჩაეხუტა და დაამშვიდა.
“რონალდოს ჩახუტება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. წაგება და ტურნირიდან გამოვარდნა ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო.
მე და კრიშტიანო ძმებივით ვართ”, – ციტირებს პეპეს ფაბრისიო რომანო.