მე გავხდი პირველი ჯგუფის ინვალიდი, შეძენილი ეპილეფსია მაქვს, გულყრები, რაც მანამდე არ მქონდა. ვამეხიმ თვალი დაკარგა, ჯანმრთელობა აქვს მომსპარი, ნამდვილად არ გვეგონა თუ საერთოდ გაივლიდა. ორივე გაგვხადეს შშმ პირები

მე გავხდი პირველი ჯგუფის ინვალიდი, შეძენილი ეპილეფსია მაქვს, გულყრები, რაც მანამდე არ მქონდა. ვამეხიმ თვალი დაკარგა, ჯანმრთელობა აქვს მომსპარი, ნამდვილად არ გვეგონა თუ საერთოდ გაივლიდა. ორივე გაგვხადეს შშმ პირები
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებულმა კახა დაბრუნდაშვილმა ისაუბრა.
დაბრუნდაშვილმა მისი და ვამეხ აბულაშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება გაიხსენა, სადაც ფიგურირებენ დათა ახალაია, ოლეგ მელნიკოვი და გერონტი ალანია.
„ამ ყველაფრის მიზეზი იყო ვამეხის მეგობარი გოგონა. დათა ახალაიას 6-7 წლით წინ ამ გოგონასთან ჰქონდა ურთიერთობა და ეგ ხომ ეგეთი ავადმყოფია, რომ სიმთვრალეში ახსენდება ყველაფერი და რომელიღაც რესტორნიდან მთვრალმა, ნაბახუსევმა მოინდომა ქალბატონი და ურეკავს. ხვდება ვამეხი ტელეფონზე და ხდება შელაპარაკება“, – განაცხადა კახა დაბრუნდაშვილმა.
მან ასევე ცემის შედეგად მიყენებულ ტრავმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამან გამოიწვის ის, რომ დღევანდელი მდგომარეობით კახა დაბრუნდაშვილიც და ვამეხ აბულაშვილიც შშმ პირები არიან.
„გაგვანახევრეს რა ხალხო რა, კარგად გამიგეთ, მე დეტალებს ვერ მივყვები, გაგვანახევრეს. მე გავხდი პირველი ჯგუფის ინვალიდი, შეძენილი ეპილეფსია მაქვს, გულყრები, რაც მანამდე არ მქონდა. ვამეხიმ თვალი დაკარგა, ჯანმრთელობა აქვს მომსპარი, ნამდვილად არ გვეგონა თუ საერთოდ გაივლიდა. ორივე გაგვხადეს შშმ პირები“, – განაცხადა კახა დაბრუნდაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია