საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებს თუ არა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას, ასე უპასუხა:
მე აქ არავის შეწყალებაზე არ ვსაუბრობ და კითხვებზე არ ვპასუხობ, ვისაც შევიწყალებ, ნახავთ, როცა იქნება შეწყალება“.
შეგახსენებთ, პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ გორში ჩავიდა. პრეზიდენტი EU-ს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ხელმოწერებს აგროვებს.
სალომე ზურაბიშვილს გორში ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ დახვედრია.
