“მე აქ არ უნდა ვიყო, მე მკვდარი უნდა ვიყო” – ტრამპის პირველი ინტრევიუ თავდასხმის შემდეგ

დონალდ ტრამპის პირველი ინტერვიუ თავდასხმის შემდეგ – ამერიკულ გამოცემასტან საბედისწერო მომენტს იხსენებს და ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს. სიკდვილს სასწუალად გადარჩენილი პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ მოქმედების პატარა ცდომილების შემთხვევაში ტყვია ან ტვინში ან პირდაპრ თავის ქალაში მოხვდებოდა, რაც მის სიკვდლს გამოიწვევდა.
მე აქ არ უნდა ვიყო, მე მკვდარი უნდა ვიყო. საავადმყოფოში ექიმმა თქვა, რომ მას მსგავსი არაფერი უნახავს, მან ამას სასწული უწოდა. ყველაზე წარმოუდგენელი ის იყო, რომ მე არა მარტო მოვტრიალდი, არამედ ზუსტად სწორ დროს ზუსტად საჭირო რაოდენობით თუ მხოლოდ ნახევრად მოვტრიალებოდი, ტყვია პირდაპირ ტვინში მომხვდებოდა, მეორე შემთხვევაში კი თავის ქალაში. მე სიამოვნებით მივაღწევდი ერთიანობას თუ ეს შესაძლებელია. მეორე მხარეს ბევრი კარგი ადამიანია. ზოგს ნამდვილად სურს ღია საზღვრები და ზოგსაც არა. საკითხავია, შეიძლება თუ არა ეს ორი მხარე ერთად იყოს., მხარეები, სადაც ჰყავთ ადამიანები, რომელტაც სურთ ნახონ მამაკაცები ქალტა სპორტში და მხარეები, სადაც არ ესმით ერთობის ნებადართული ცნებაც კი, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას დონალდ ტრამპზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. 20 წლის ახალგაზრდამ ერთ-ერთი შენობის სახურავიდან მას 9 ტყვია ესროლა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ექსპრეზიდენტს ყური აქვს დაზიანებული და სისხლი მოსდის.
ასევე ცნობილი ხდება, რომა შეიარაღებულ თავდასხმას 3 ადამიანი ესმხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ