“მე აქა ვარ და აქ ვიქნები იმისთვის, რომ მოვიფიქროთ როგორ მოვაწყოთ არჩევნები” –

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ის არსად არ მიდის, რადგან საქართველოს ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი და ლეგიტიმური ხელისუფლების ნაწილი და სალომე ზურაბიშვილი საზოგადოების წარმომადგენელია უცხოელებთან.

“არსად არ მივდივარ, სულ ამას მეკითხებიან. აქ ვარ და აქ ვიქნები იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი, ლეგიტიმური ხელისუფლების ნაწილი, რომელიც არის რეალურად არჩეული და რომელიც ასახავს ქვეყნის და საზოგადოების ხმას. მე ვარ თქვენი წარმომადგენელი უცხოელებთან…

როცა ესენი მიხვდებიან, რომ სხვა გზა არ არის, თუ არა არჩევნების. მე აქა ვარ და აქ ვიქნები იმისთვის, რომ დავსხდეთ და ვიფიქროთ, თუ როგორ მოვაწყოთ ეს იმისთვის, რომ დავუბრუნოთ ამ ქვეყანას მშვიდობა, სამართლიანობა და მომავალი. ეს არის ერთადერთი გზა და ამაში ვართ ყველანი ერთად, ვინც გარეთ დგას ქუჩაში და ვინც აქ თქვენზე ფიქრობს და თქვენთვის ამზადებს მომავალს” – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში