მე არ წავალ ხვალ არჩევნებზე და ვიქნები მშვიდობიან აქციაზე — ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს მუნიციპალურ არჩევნებზე არ წავა და მშვიდობიან პროტესტს შეუერთდება.
ზურაბიშვილმა გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას და თქვა, რომ ხვალ არც სამართლიანი ტარდება და არც ხელისუფლების დამხობა იგეგმება.
მ აქო ვითომცდა სამართლიანი, არაჩვეულებრივი ადგილობრივი , რაც ხვალ ჩატარდება და ამავე დროს დაგვემუქრა, რომ რაღაცის დამხობა იგეგმება. ორივე მხრივ, ეს ტყუილი არის. არანაირი სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ. ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და დაცინვა საზოგადოების, რომელიც ქუჩაში მშვიდობიანად გამოდის უკვე 300 დღეზე მეტია. ხალხი, ვინც გამოდის იმისთვის, რომ დაიბრუნოს არჩევნები, ვერ დაკმაყოფილდება იმ ფარსით, რაც ხვალ ჩატარდება“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, არც არანაირი „გამოგლეჯის შანსი“ არ არსებობს — რისი იმედიც აქვთ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს.
„ეს არის ჩვეულებრივი დიქტატურის პირობებში ჩატარებული არჩევნები. ცოტა ხნის წინ ჩვენ ვნახეთ ამის მაგალითი რუსეთშიც“, — განაცხადა მან.
კიდევ უფრო დიდი ტყუილია, ზურაბიშვილის თქმით, კობახიძის მტკიცება, თითქოს დამხობის მცდლეობა იქნება.
„ესეც არის ფარსი და შეურაცხყოფა იმ საზოგადოების, რომელმაც ამ ერთი წლის მანძილზე მსოფლიოს აჩვენა თავისი მედეგობა და უაღრესად მშვიდობიანი გამოსვლა. არც ერთ დღეს არ ყოფილა ძალადობა. 200 000 კაცი ხომ გამოდიოდა დასაწყისში მაინც და ხვალაც შეიძლება ძალიან ბევრი გამოვიდეს და აჩვენა მსოფლიოს, რომ თურმე შეიძლება შენი წინააღმდეგობის უაღრესად მშვიდობიანად გამოხატვა. ამით ვართ ჩვენს პარტნიორებთან ცნობილი და ამით დავიმსახურეთ მათი მხარდაჭერა და ამ რეჟიმის იზოლირება. ასე რომ, არ შეიძლება, რომ ეს ყველაფერი ვითომცდა რაღაც მოდელირებულ დამხობით დამთავრდეს“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც რამდენიმე პარტიის არჩევნებში მონაწილეობით დისკრედიტაცია მოახდინა, რეჟიმი ცდილობს, დანარჩენი პარტიების დისკრედიტაციასაც „რადიკალიზაციის დიდ გაერთიანებაში“, რათა ჩააქროს მშვიდობიანი პროტესტი.
„[მშვიდობიანი პროტესტი] არის მთავარი ძალა, რომელსაც რეჟიმი ვერაფრით მოერია. ხან მეტია ხალხი, ხან — ნაკლები, მაგრამ ვერ მოერია, იმიტომ რომ, ვერ გამოიყვანა წონასწორობიდან. ეს ხალხი დგას და იდგება, სანამ ჩვენ არ მივიღებთ საპარლამენტო არჩევნებს და ამ რეჟიმის მშვიდობიანი შეცვლას. არანაირი მესამე რესპუბლიკა, ჯერ ერთი მეორე რესპუბლიკაც არ არის. ჩვენ 1991 წელს დამოუკიდებლობა აღვადგინეთ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის საფუძველზე — ზოგჯერ კონსტიტუციის და ისტორიის ცოდნაც კარგი რამე არის. ასე რომ, ეს ყველაფერიც არის ფარსი. ჩვენ არ უნდა გადაგვიყვანონ ამ რეჟიმში. ყველანი ვიყოთ ძალიან მშვიდად. მე არ წავალ ხვალ არჩევნებზე და მე ჩემს ხალხთან ერთად ვიქნები ხვალინდელ, მშვიდობიან აქციაზე, როგორც ვიყავი ყველა მნიშვნელოვან, მთავარ აქციაზე და კიდევ ვიქნები, სანამ საჭირო იქნება და ბოლომდე“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.
მესამე რესპუბლიკის შესახებ ზურაბიშვილის კრიტიკა, დიდი ალბათობით, შეეხებოდა პაატა ბურჭულაძეს, რომელმაც თქვა, რომ 4 ოქტომბერს ცხადდება ახალი საქართველო — მესამე რესპუბლიკა.
4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალური არჩევნები იმართება, რომელსაც პარტიების ნაწილი ბოიკოტს უცხადებს. ხვალვე, 16:00 საათზე, საზოგადოებას „რუსთაველის გამზირი“ თბილისში მასშტაბური სახალხო კრება აქვს დაანონსებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია ორჯონიკიძე: ბევრი ვერც კი აცნობიერებს რას ნიშნავს ორი მთავარი რუსული ნავთობკომპანიის აშშ-ს მიერ დასანქცირება. ესაა კოშჩეის გულში ჩარჭობილი დანა, რომელიც სისხლისგან დაცლის ამ ურჩხულს-მაკა ასათიანის ყულევს მოკითხვა!

შსს – სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი პირი დააკავა