“მე არ შევალ ამ თამაშში, რომ გავაპატიოსნოთ ეს რუსული კანონი, არა, ის არის რუსული და თქვენც ამ კანონთან ერთად” – ზურაბიშვილი

“მე არ შევალ ამ თამი, რომ გავაპატიოსნოთ ეს რუსული კანონი, არა, ის არის რუსული და თქვენც ამ კანონთან ერთად” – ზურაბიშვილი
საქართელოს პრეზიდენტმა უპასუხა “ქართულ ოცნებას”, რომელმაც თქვა, რომ ვეტოს დადების შემდეგ მათ შესაძლოა, პოზიციები შეაჯერონ და თქვა:
უცებ გაახსენდათ პრეზიდენტი და მისი ვეტო… გაახსენდათ ის პრეზიდენტი, რომელსაც პრემიერი, სრულიად წარმოუდგენელია ნებისმიერი ცივილიზებულს ახელმწიფოში, პრემიერმა ეძახა პრეზიდენტს მოღალატე ქვეყნის ჯარის წინაშე… და ამ პრეზიდენტს ეუბნებიან, რომ მოდით, ახლა ვეტო წარმოგვიდგინეთ, შიგ რაღაცეები ჩაწერეთ, თქვენ ვერ წერთ, მაგრამ დაგიწერენ სხვები და წარმოგვიდგინეთ და შეიძლება დავფიქრდეთ…იფიქრეთ თქვენ და იყავით. მე ნამდვილად ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ ამ თამაშებს, რამეთუ ამას აქვს მხოლოდ ერთი მიზანი, რომ ხალხში დაბნეულობა და გაუგებრობა შემოიტანოს.
გინდათ რამე შეცვალოთ ამ კანონში? თქვენი ნებაა, ან გაიწვიეთ ან დააბრუნეთ მეორე მოსმენაზე და მოუსმინეთ პარლამენტში ოპოზიციას ან კიდევ უფრი მარტივი, თქვენ თვითონ ამ კანონის ძალაში შესვლის ვადა გადაიტანეთ 1 ნოემბრისთვის. ჩემი იმედი ნუ გექნებათ იმაში, რომ მე შევალ ამ თამაშში, რომ გავაპატიოსნოთ ეს რაღაც კანონი. არა, ის არის რუსული, დარჩები რუსულად და სამწუხაროდ, თქვენც ამ კანონთან ერთად.

ასევე დაგაინტერესებთ