,,მე არ მჯერა ასეთი შემთხვევითობების – ძალიან უცნაური სიკვდილია…” – ლაშა ბერულავა ვანო ნადირაძის გარდაცვალებაზე

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ვანო ნადირაძის გარდაცვალებაზე წერს:
,,მე არ მჯერა ასეთი შემთხვევითობების – ძალიან უცნაური სიკვდილია და თუ გავიხსენებთ, რომ ვანო “კოდორი 2007”-ის მონაწილე ოფიცერი იყო, რომელთაგან ნაწილი აფეთქდა, ნაწილი უცნაურ გარემოებებში დაიღუპა, ნაწილი კი ციხეშია, სულაც არაა გამორიცხული, ვანო რუსული სპეცსამსახურების მოქმედების მსხვერპლი იყოს…
მისი მეგობრების თქმით, ის ოფისიდან გასული იყო და კიევში, პროტასივ იარის ქუჩაზე იმყოფებოდა, როცა თავი შეუძლოდ იგრძნო და პირადი მიმოწერით დახმარება ითხოვა (“ძალიან ცუდად ვარ და მომხედეთ”), შემდეგი მესიჯით კი მისი ადგილმდებარეობა გააზიარა და დაწერა: “სასწრაფო გამოიძახეთ”.
მეგობრებმა სასწრაფო დახმარება ოპერატიულად გაგზავნეს აღნიშნულ ლოკაციაზე, რომელიც მათგან 15 კილომეტრით იყო დაშორებული და თავადაც სწრაფად გაემართნენ დანიშნულების ადგილისკენ, თუმცა, ადგილზე მისულებს ვანო ნადირაძე უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
წინასწარი ვერსია გულის შეტევა და მოულოდნელი სიკვდილია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ვანო ნადირაძეს, ისევე როგორც უკრაინის სპეციალური ძალების ყველა თანამშრომელს, პერიოდულად უტარდებოდა საფუძვლიანი სამედიცინო შემოწმება, მისი პირადი აღრიცხვის ფურცელზე კი, მეგობრების თქმით, არ არის ჩივილები, რომლებიც შესაძლოა, გულის ტკივილზე მიანიშნებდნენ.
კიევში, პროტასივ იარზე, სამშობლოსგან ასე შორს, მარტომ დალია სული…
მშვიდად განისვენე, ძმაო…
ჩემი გულწრფელი სამძიმარი ანა დეიდას და მის შვილს… რა გითხრათ, რით გაგამხნევოთ…“

ასევე დაგაინტერესებთ