“მე არ მივიჩნევ, რომ ეს შეფასება შეიძლება არსებობდეს საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, არ მივიჩნევ, რომ რაიმე საფუძველია ამგვარი შეფასების არსებობისთვის” – მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე

“მე არ მივიჩნევ, რომ ეს შეფასება შეიძლება არსებობდეს საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, არ მივიჩნევ, რომ რაიმე საფუძველია ამგვარი შეფასების არსებობისთვის” – მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე
“მე არ მივიჩნევ, რომ ეს შეფასება შეიძლება არსებობდეს საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, არ მივიჩნევ, რომ რაიმე საფუძველია ამგვარი შეფასების არსებობისთვის. ჩვენ სისტემურად ძალიან კარგი თანამშრომლობა გვქონდა და გვაქვს -სთან – როდესაც სისტემურ თანამშრომლობაზეა საუბარი და არ არსებობს არანაირი საფუძველი ამ თანამშრომლობას კითხვის ნიშნები დაუსვან,” – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი -ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას, “ანტიამერიკულ ხელისუფლებასთან” დაკავშირებით.
როგორც მინისტრმა “ღამის კურიერის” ეთერში აღნიშნა, როგორც ჩანს, აშშ-ის ადმინისტრაციას საქართველოსთან მიმართებით ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.
“გარდა ამისა, 30 წლის განმავლობაში საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ამ რეგიონში არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სანდო პარტნიორი და ეს არ არის მხოლოდ მაკა ბოჭორიშვილის სიტყვები – ეს არის 30 წლიანი თანამშრომლობით დადასტურებული ფაქტი, რომ საქართველო აშშ-სთვის ამ რეგიონში არის სანდო პარტნიორი.
საქართველოს ხელისუფლების მიერ არაერთხელ გაკეთებულა განცხადება და გამოხატულა წუხილი იმ ურთიერთობის უკუსვლასთან დაკავშირებით, რაც აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა და ჩვენ არაერთხელ გამოგვიხატავს მზაობა და იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში მოხდება თვისებრივად შეცვლა ამ ურთიერთობების და ამ ურთიერთობების საქართველოს და აშშ-ის ეროვნული ინტერესების შესაბამისად წარმართვა.
ჩვენ რასაც ვხედავთ და რაც დღეს მოვისმინეთ, არის ის, რომ ეს არის საკითხი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ არის განხილვის პროცესში – ანუ პოზიციებზე, რომელიც უნდა ჰქონდეს აშშ-ს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენს რეგიონში, მსჯელობენ და ამ საკითხზე პასუხის გასაცემად დღეს სახელმწიფო მდივანი მზად არ იყო და თქვა კიდეც, რომ მას დღეს პასუხი არ ექნებოდა, თუ როგორი შეიძლება იყოს აშშ-ის პოლიტიკა”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
Previous: “მე არ მივიჩნევ, რომ ეს შეფასება შეიძლება არსებობდეს საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, არ მივიჩნევ, რომ რაიმე საფუძველია ამგვარი შეფასების არსებობისთვის” – მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში