“მე არ მგონია, რომ ქუჩაში ვინც დგას, ყველა არის ბინძური “ნაციონალური მოძრაობის” მიმდევარი –

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ს თქმით, შორს არის იმ აზრისგან, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეების ყველა წევრი “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენს. წულუკიანი იმედოვნებს, რომ დემონსტრანტების ის ნაწილი, რომლებიც ახლა ოპოზიციურ პარტიებს არ წარმოადგენენ, იპოვიან საკუთარ თავში ძალას და დაიწყებენ იმისთვის მუშაობას, რომ მომავალშითანმიმდევრული პოლიტიკით ხელისუფლებაში მოვიდნენ.
ამის შესახებ თეა წულუკიანმა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
“მე არ მგონია, რომ ქუჩაში ვინც დგას, ყველა არის ბინძური “ნაციონალური მოძრაობის” მიმდევარი. [მაგრამ] მე სტრასბურგში რაც ჩემი თვალით ვნახე რამდენიმე დღის წინ, ამ სიტყვას პირველად ვიყენებ, მაგრამ უკვე აღარ მერიდება, ეს არის ბინძურო ოპოზიცია, რომელიც სახელმწიფოს ებრძვის, მაგრამ ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ქუჩაში ვინც არის და ჩვენ პროტესტს გვიცხადებს, არის ამ ბინძური ოპოზიციის მომხრე ან მიმდევარი.
სწორედ ისინი, ვინც არ არიან, მე დიდი იმედი მაქვს, რომ იქიდან გამოიკვეთება რაღაც ძალა. პარტიული ცხოვრება ურთულესი ცხოვრებაა. მე ვყოფილვარ ისეთ პარტიაში, რომელიც ნულიდან აშენებდა ყველაფერს და ეს არის ურთულესი გზა. იმედი მაქვს ამ ძალას იპოვიან თავიანთ თავში და დაიწყებენ იმის შენებას, რასაც მომავალი სახელისუფლებო პარტია ჰქვია, ამას დრო, მოთმინება და რაც მთავარია, თანმიმდევრულობა სჭირდება. დღეს ასეა, ხვალ ისეა, პოლიტიკოსს ღუპავს,” – აღნიშნა თეა წულუკიანმა “ღამის კურიერში” სტუმრობისას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას