“მე არ დამირეკავს, მათ დამირეკეს – ირანი თანახმაა, არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი” – ტრამპი

4
-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა:
მათ (ირანს) ძალიან სურთ შეთანხმების მიღწევა, ჩვენც გვინდა შეთანხმება. ყველაფერი თუ კარგად წავიდა, საბოლოოდ ამას მოვაგვარებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ, მთელი ძალებით გავაგრძელებთ დაბომბვას.
ხვალ, მათი დროით დილით მათი ყველაზე დიდი ელექტროსადგურის აფეთქებას ვაპირებდით, რომლის აშენებაც 10 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა. ეს ძალიან კარგი ობიექტი იყო, ერთი დარტყმით გაქრებოდა, ჩამოინგრეოდა. რატომ უნდა უნდოდეთ ეს? ამიტომ დაგვირეკეს, მე არ დამირეკავს, მათ დამირეკეს. მათ სურთ შეთანხმება. ჩვენც მზად ვართ შეთანხმებისთვის. ეს უნდა იყოს კარგი შეთანხმება, აღარ იყოს ომები და აღარ იყოს ბირთვული იარაღი. მათ აღარ ექნებათ ბირთვული იარაღი. ისინი ამას ეთანხმებიან. ამ საკითხზე თუ არ იქნება შეთანხმება, საერთოდ არ იქნება გარიგება. ვნახავთ, სად მიგვიყვანს ეს. ჩვენ გვაქვს ძირითადი თანხვედრა. მე ვიტყოდი, თითქმის ყველა საკითხზე არსებობს თანხმობა.  ჩვენ ძალიან სერიოზული შესაძლებლობა გვაქვს შეთანხმებისთვის, თუმცა ეს არაფრის გარანტიას არ იძლევა. მე არაფრის გარანტიას არ გაძლევთ. ირანთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმება თუ მიიღწევა, ნავთობის ფასი ძალიან სწრაფად დაეცემა. შეთანხმების მიღწევა ჩვენც გვსურს. მათთან ტელეფონით ალბათ დღესაც ვისაუბრებთ. ეს კარგი შეთანხმება უნდა იყოს. ომები აღარ უნდა იყოს და ბირთვული იარაღი აღარ უნდა იყოს. მათ ბირთვული იარაღი აღარ ექნებათ. ისინი ამაზე თანახმა არიან.
კითხვას, ვისთან აწარმოებს უშუალოდ მოლაპარაკებებს , ტრამპმა ასე უპასუხა:
ეს უზენაესი ლიდერი არ არის. მისგან არავის არაფერი გაუგია. არც კი ვიცით, ცოცხალია თუ არა. ვინ გააკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს? შეიძლება მე და ვინც არ უნდა იყოს შემდეგი აიათოლა. ასევე, იქ რეჟიმის ცვლილების ძალიან სერიოზული ფორმა იქნება,- ამბობს ტრამპი.