მე ამ აქტს ვუწოდე უმადური აქტი – ჯო უილსონის “მეგობარ აქტზე”

მე ამ აქტს ვუწოდე უმადური აქტი – ჯო უილსონის “მეგობარ აქტზე”
მე ამ აქტს ვუწოდე უმადური აქტი, ვინაიდან ეს არის უმადურობის აქტი ქართველი ხალხის, იმ ხალხის, იმ სახელმწიფოსი და იმ ხელისუფლების (ვგულისხმობ ქართული ოცნების ხელისუფლებას) რომელიც გვერდში დაუდგა ამერიკელ ხალხს და ამერიკის ხელისუფლებას მაშინ, როდესაც ეს მათ ყველაზე მეტად სჭირდებოდათ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც „მეგობარ აქტს“ ეხებოდა.
„მაშინ როდესაც ავღანეთში ნატოს წევრების უმრავლესობა სიმბოლური კონტინგენტით იყო წარმოდგენილი, ზოგი საერთოდ არ იყო წარმოდგენილი და თუნდაც ეს ბალტიის ქვეყნები, რომლებიც თითქოს იმას უყურებენ, ხმალზე ხელი როდის გაიკრან, სადაც ხმალზე ხელი იყო გასაკრავი – ავღანეთში იყვნენ 30-40 კაცით წარმოდგენილი, საქართველოს კი თითქმის 1000 და რიგ შემთხვევაში 1500-კაციანი კონტინგენტი ჰყავდა. მსოფლიოში ვიყავით მეოთხე ქვეყანა ავღანეთში ყოფნის დროს ჩვენი კონტინგენტით და დავუდექით გვერდში ამერიკელ ხალხს და ამერიკის ხელისუფლებას. ეს გვერდში დგომა გამოიხატა ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობით, იმ სისხლით, რომელიც ქართველმა ჯარისკაცებმა დაღვარეს იქ. იცით რომ რამდენიმე ათეული ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე ასეული დაშავდა ამ მისიის დროს. დაახლოებით ორ მილიარდიანი დოლარის კონტრიბუცია გვაქვს გაღებული ამ მისიისთვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ასეთ აქტს აინიცირებს, ეს სხვა არაფერია თუ არა უმადურობა ქართველი ხალხის, ქართველი ჯარისკაცების, საქართველოს ხელისუფლების მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი BBC-ის რეპორტაჟზე – იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან, სადაც არ გიმაგრებს ზურგს ელემენტარული ფაქტები, იქ ხელოვნურად ვერავითარ აჟიოტაჟს ვერ შექმნი

„ბიბისის“ რეპორტაჟის ავტორების უკიდურესი პოლიტიკური მიკერძოების კიდევ ერთი ნათელი დასტური მოპასუხე მხარის, ამ შემთხვევაში, მმართველი პოლიტიკური გუნდის პოზიციების უგულებელყოფა, წინასწარ გაგზავნილ შეკითხვებზე გაცემული სრულყოფილი პასუხების დამალვა და აბსოლუტური იგნორირება იყო

ირაკლი კობახიძე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე – რეალურად, დოკუმენტში საუბარია იმაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მთელი გასული წლების განმავლობაში, დღეს ევროკავშირში არის ძალიან მძიმე ვითარება პოლიტიკური, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლებისა და ეკონომიკური თვალსაზრისით