მეხუთე დღეა რით ვერ აფრინდა ვერტმფრენი? ან დრონები? – სვანეთში 5 დღეა ახალგაზრდებს ეძებენ

სვანეთის ტყეებში დაკარგულ ახალგაზრდებს გოგიტა ფარჯიანს და გიორგი გვიჩიანს მეხუთე დღეა ეძებენ. როგორც დაკარგულების ახლობლები წერენ, მეხუთე დღეა, რამდენიმე სამაშველო ეკიპაჟი უშედეგოდ ეძებს ორ ახალგაზრდას, თუმცა ამ დრომდე სამაშველო ვერტმფრენი ძებნა-შველის ოპერაციაში არ ჩართულა.
მეხუთე დღეა ბიძაშვილს ეძებენ სვანეთის ტყეებში! მეხუთე დღეა უგზო-უკვლოდაა გაუჩინარებული ორი ახალგაზრდა.
რით ვერ აფრინდა ვერტმფრენი და შესაბამისად აღჭურვილი დრონები აქამდე?! რით ვერ დაიწყო შესაფერისი ძებნა აქამდე?!
ხუთი დღეა გასული და რა ვერტმფრენის ასაფრენად საჭირო ბიუროკრატიაზე და საბუთების მზადებაზეა საუბარი. ან რა ნისლია მაინცდამაინც იმ ტყის თავზე ასეთი, როცა მთელი სვანეთი უღრუბლოდაა? ვურეკავ ბრიგადასთან ერთად საძებრად წასულ ჩემს ძმას და მიდასტურებს, რომ მთის იმ მხარეს, სადაც თვითონაა არანაირი ნისლი არაა! ჩალითაც არ ვართ გადახურულები?!
ჩასაფრებულის პოზიციიდან მართლა არ ვწერთ (ან სად გვაქვს ამისი თავი). სამწუხაროდ, უძლურის და შეშინებულის პოზიციიდან ვწერთ და ვთხოვთ ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას დროულ და ადეკვატურ რეაგირებას !!!!” – წერს ანა წერედიანი.

ასევე დაგაინტერესებთ