მეწყრის ჩამოწოლის გამო, ზუგდიდი-თბილისის, ბათუმი-თბილისის და თბილისი-ფოთის რეისებზე მოძრავი მატარებლები მოძრაობას ვეღარ აგრძელებენ

დასავლეთ საქართველოში, მოლითში მეწყრის ჩამოწოლის გამო, ზუგდიდი-თბილისის, -თბილისის და თბილისი-ს რეისებზე მოძრავი მატარებლები ვეღარ აგრძელებენ მოძრაობას და საწყის სადგურებში დაბრუნდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
რკინიგზის ცნობით, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე.
„ძვირფასო მგზავრებო, უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოში, მოლითში ჩამოწვა მეწყერი და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას, კონკრეტულად ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები დაბრუნდებიან საწყის სადგურებში.
აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე“, – აღნიშნულია რკინიგზის ინფორმაციაში.
საქართველოს რკინიგზის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ხვალ, 7 თებერვალს გარკვეული რეისები უქმდება.
კერძოდ, საქართველოს რკინიგზის ცნობით, უქმდება თბილისი-ბათუმის (802), თბილისი-ზუგდიდის (870), თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისის (12/18), ბათუმი-თბილისის (803), ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისის (11/17), ფოთი-თბილისის (873), ხაშური-ზესტაფონის (6446), ზესტაფონი-ხაშურის რეისები (6417).
საქართველოს რკინიგზაში განმარტავენ, რომ გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.

ასევე დაგაინტერესებთ