მეწყერი დაბა სურამში – ე.წ. ზინდარას დასახლებაში 40 ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო

მეწყრული პროცესების გამო, დაბა სურამში 40 ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო. უხვი ნალექის გამო, მეწყრული პროცესები ე.წ. ზინდარას დასახლებაში განვითარდა.
მეწყრის მიერ ჩამოტანილი ქვა-ღორღი და ლამი საცხოვრებელ სახლებთან გაჩერდა და მას ნგრევა ან სხვა ტიპის ზარალი არ გამოუწვევია. მეწყერსაშიში ქუჩებისკენ მიმავალი გზები გადაკეტილია.
სურამში ელოდებიან გეოლოგთა ჯგუფს, რომელიც მდგომარეობას ადგილზე შეისწავლის.
ე.წ. ზინდარას დასახლებაში რჩებიან სამაშველო და საპატრულო ბრიგადები.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით ტელევიზიების გადაწყვეტილებაზე – მედიის გადასაწყვეტია, რა სურს და რა არ სურს, რა განცხადებას გაიზიარებს და რას არა