მეწყერი დაბა სურამში – ე.წ. ზინდარას დასახლებაში 40 ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო

მეწყრული პროცესების გამო, დაბა სურამში 40 ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო. უხვი ნალექის გამო, მეწყრული პროცესები ე.წ. ზინდარას დასახლებაში განვითარდა.
მეწყრის მიერ ჩამოტანილი ქვა-ღორღი და ლამი საცხოვრებელ სახლებთან გაჩერდა და მას ნგრევა ან სხვა ტიპის ზარალი არ გამოუწვევია. მეწყერსაშიში ქუჩებისკენ მიმავალი გზები გადაკეტილია.
სურამში ელოდებიან გეოლოგთა ჯგუფს, რომელიც მდგომარეობას ადგილზე შეისწავლის.
ე.წ. ზინდარას დასახლებაში რჩებიან სამაშველო და საპატრულო ბრიგადები.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს