„მეწარმეთა შესახებ“ კანონის ამოქმედება 2026 წლის აპრილამდე გადავადდა

მეწარმეთა შესახებ კანონის ამოქმედება კიდევ ერთხელ, ამჯერად 2026 წლის აპრილამდე გადავადდა.
გადავადების შესახებ ცვლილებებს, რომელიც პარლამენტში გამარტივებული წესით არის წარდგენილი, დღეს 18 მარტს მხარი დაუჭირა.
ცნობისთვის, კანონის თანახმად, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საწარმოს 2025 წლის 1 აპრილამდე უნარჩუნდებოდათ შესაძლებლობა, უზრუნველეყოთ სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა, რისთვისაც მან უნდა წარედგინა დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საწარმოს 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული ბოლო წესდებით, საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით.