“მეძავობა შთამომავლობითია” – პსჟ-ის ფანებმა რაბიოს და მის დედას შეურაცხყოფა მიაყენეს

ლიგა 1-ს 26-ე ტურის საშინაო მატჩში პსჟ-ის გულშემატკივრები „მარსელის“ 29 წლის ნახევარმცველს, ადრიენ რაბიოს ბურთის ყოველი შეხებისას შეურაცხყოფას აყენებდნენ და ბანერები გამოფინეს: „რაბიო მეძავი დედის შვილია“, „მეძავობა შთამომავლობითია“, „როგორიც დედაა, ისეთივეა შვილი“, „მეძავთა სამეფოში კიდევ ერთი მეძავია“, „ნეტა ვისგან გააკეთა ვერონიკამ ადრიენი?“, „მეძავობას ასაკი ხელს არ უშლის“ და ა.შ.
ადრიენი საფეხბურთო სექციაში მამამ, მიშელ პროვოსტმა შეიყვანა, რომელმაც 2007 წელს ინსულტი გადაიტანა, პარალიზებული იყო და 12 წლის შემდეგ გარდაიცვალა. შვილს ოდიოზური დედა ვერონიკა პატრონობდა, ის იყო მისი აგენტი და ყველასთან კონფლიქტი
ჰქონდა: კლუბების და საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელებთან, ფეხბურთელების მშობლებთან, მენეჯერებთან და ამაზე ერთი წიგნის დაწერა შეიძლება.
ადრიენი პსჟ-ის სისტემაში 2010 წლიდან იმყოფებოდა, 2012-2019 წლებში პირველ გუნდში 150 მატჩში 13 გოლი გაიტანა, შემდეგ „იუვენტუსში“ გადავიდა, გასულ წელს კი „მარსელის“ წევრი გახდა.
„პარი სენ ჟერმენმა“ თავისი ქომაგების საქციელი დაგმო, თუმცა რაბიოები სასამართლოში ჩივილს აპირებენ.