მეცნიერებმა შექმნეს ხის ახალი სახეობა, რომელიც ფოლადზე 10-ჯერ უფრო მტკიცეა

ამე­რი­კულ­მა კომ­პა­ნი­ამ შექ­მნა ხის ახა­ლი სა­ხე­ო­ბა, რომ­ლის სიმ­ტკი­ცი­სა და წო­ნის თა­ნა­ფარ­დო­ბა, ფო­ლად­ზე 10-ჯერ მე­ტია და ამავდრო­უ­ლად ექ­ვსჯერ მსუ­ბუ­ქია.
· „სუ­პერ ხე“ ახ­ლა­ხან კო­მერ­ცი­უ­ლი პრო­დუქ­ტის სა­ხით გა­მო­ვი­და. მას კომ­პა­ნია InventWood აწარ­მო­ებს. მისი თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კი ლი­ანგბინგ ჰუა.
ახა­ლი მა­სა­ლის გა­მო­გო­ნე­ბა ჰუმ ათ წელ­ზე მეტი ხნის წინ და­ი­წყო. მე­რი­ლენ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­სა­ლე­ბის ინო­ვა­ცი­ე­ბის ცენ­ტრში მუ­შა­ო­ბი­სას, მან ხის რე­ინ­ჟი­ნე­რი­რე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი გზე­ბი იპო­ვა. ერთ-ერთ ცდა­ში მა­სა­ლა გამჭვირ­ვა­ლეც კი გა­ხა­და მისი ერთ-ერთი მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტის, ლიგ­ნი­ნის ნა­წი­ლის მო­ცი­ლე­ბით, რო­მე­ლიც ხის ფერს და სიმ­ტკი­ცეს აძ­ლევს.
· ლი­ანგბინგ ჰუ ამ­ჟა­მად იე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რია. რო­გორც ის აცხა­დებს, მისი მი­ზა­ნი გამ­ძლე ხის უფრო შექ­მნა იყო და ამას გამ­ძლე­ო­ბა იყო ცე­ლუ­ლო­ზის გა­მო­ყე­ნე­ბით მი­აღ­წია.
გარ­ღვე­ვა 2017 წელს მოხ­და, რო­დე­საც ჰუმ პირ­ვე­ლად გა­ა­მაგ­რა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ხე ქი­მი­უ­რი და­მუ­შა­ვე­ბით, რათა გა­ეძ­ლი­ე­რე­ბი­ნა მისი ბუ­ნებ­რი­ვი ცე­ლუ­ლო­ზა.
თავ­და­პირ­ვე­ლად ხე წყლი­სა და შერ­ჩე­უ­ლი ქი­მი­კა­ტე­ბის აბა­ზა­ნა­ში ადუღ­და, შემ­დეგ კი ცხე­ლი დაპ­რეს­ვით უჯრე­დულ დო­ნე­ზე და­ი­შა­ლა, რა­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უფრო მკვრი­ვი გა­ხა­და. ჟურ­ნალ Nature-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ერ­თკვი­რი­ა­ნი პრო­ცე­სის ბო­ლოს, მი­ღე­ბულ ხეს ჰქონ­და სიმ­ტკი­ცი­სა და წო­ნის თა­ნა­ფარ­დო­ბა, „რო­მე­ლიც უფრო მა­ღა­ლი იყო, ვიდ­რე უმე­ტეს სტრუქ­ტუ­რულ ლი­თო­ნებ­სა და შე­ნად­ნო­ბებ­ში“.
ახლა, ჰუს მიერ პრო­ცე­სის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დახ­ვე­წი­სა და 140-ზე მეტი პა­ტენ­ტის წარ­დგე­ნის შემ­დეგ, Superwood-მა კო­მერ­ცი­უ­ლად და­ი­წყო წარ­მო­ე­ბა.
· ფო­ლად­თან კონ­კუ­რენ­ცია?
InventWood Superwood-ს მე­რი­ლენ­დის შტატ­ში მდე­ბა­რე ქარ­ხა­ნა­ში აწარ­მო­ებს.
თავ­და­პირ­ვე­ლად, კომ­პა­ნია გეგ­მავს ფო­კუ­სი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს გარე გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, რო­გო­რი­ცაა ტე­რა­სა და მო­პირ­კე­თე­ბა, ხოლო მო­მა­ვალ წელს შიდა გა­მო­სა­ყე­ნე­ბელ პა­ნე­ლებს და­ამ­ზა­დე­ბენ. (კედ­ლე­ბი, ია­ტა­კი, ავე­ჯი და სხვა).
სა­ბო­ლო­ოდ, ლაუ ვა­რა­უ­დობს, რომ “სუ­პერ­ვუ­დის­გან“ მთლი­ა­ნი სახ­ლის აშე­ნე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.
წყა­რო: ambebi.ge