შესაძლოა, რეალური ძაღლების ჩანაცვლების იდეა არ მოგწონდეთ, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ მათი გაწვრთნა ისე, რომ მხედველობა დაქვეითებულ ადამიანებს დაეხმარონ, საკმაოდ ძვირი ჯდება. შესაბამისად, ძალიან ცოტა ადამიანი თუ ახერხებს მათ კომპანიონად ქცევას მთელი ცხოვრების მანძილზე… ეს რობოტი კი მეტად იაფიან და ხელმისაწვდომ ალტერნატივას გვთავაზობს.
„10-საათიანი ვარჯიშის შედეგად ამ რობოტებს შეუძლიათ გადაადგილება, შიდა სივრცეში ნავიგაცია, ადამიანების წინამძღოლობა, დაბრკოლებების თავიდან არიდება და მათი იდენტიფიცირება“, — განმარტავს შიქი ჯანგი, კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორი.
მომავალში კი ბუნებრივი ენის დამუშავების ინტერფეისის დამატებას იმედოვნებენ. ხოლო უფრო შორ პერსპექტივაში წარმოიდგენენ, როგორ გადაადგილდებიან უსინათლო ადამიანები სავაჭრო ცენტრებსა თუ აეროპორტებში ძაღლი-რობოტების დახმარებით…