შვედეთში, ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებმა რობოტი თევზი „ივი“ შექმნეს, რომელიც ოკეანის შესწავლაში რევოლუციას მოახდენს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„ივის“ სილიკონის კუდი აქვს, რომელიც ზუსტად თევზის კუდის მსგავს მოძრაობებს იმეორებს. ის რობოტის წინა ნაწილში ჩამონტაჟებული მექანიზმებით იმართება. გარდა ამისა მასში ინტეგრირებულია კამერა, რომელსაც წყლის ქვეშ გადაღების ფუნქცია აქვს.
სტუდენტები თევზის ფორმის რობოტის შექმნაზე უკვე ორი წელია მუშაობენ. ახლახან კი მათ ციურიხის წყლებში რობოტის პროტოტიპი პირველად დატესტეს.
რობოტი-თევზის ერთ-ერთი შემქმნელის, მაგისტრატურის სტუდენტის დენის ბაუმანის თქმით, რობოტი ოკეანის შესწავლის პროცესს უფრო მარტივსა და სწრაფს გახდის.
„თევზის ფორმის რობოტის შექმნა საშუალებას გვაძლევს, ეკოსისტემას მინიმალური ცვლილებებით შევერწყათ და ისე შევისწავლოთ ის“, – განაცხადა ბაუმანმა.
წყარო: “იმედი ტვ”