ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები იკვლევენ პოტენციურ არსებებს, რომლებიც დედამიწის მმართველები გახდებიან იმ შემთხვევაში, თუ კაცობრიობა აღარ იარსებებს.
მეცნიერები თვლიან, რომ ასეთი სახეობა რვაფეხაა. წამყვანი მსოფლიო ექსპერტები ამტკიცებენ, რომ რვაფეხა ყველაზე დომინანტური ძალაა ადამიანის შემდეგ.
როგორც აღმოჩნდა, ომების ან კლიმატის ცვლილების შედეგად, კაცობრიობის სრულად განადგურების შემთხვევაში, ზღვის უხერხემლოებს აქვთ „ფიზიკური და გონებრივი თვისებები, რომლებიც აუცილებელია“ ცივილიზაციის შესაქმნელად.
ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ტიმ კოულსონმა განაცხადა, რომ მათი „სისწრაფე, ცნობისმოყვარეობა, ერთმანეთთან კომუნიკაციის უნარი და შესანიშნავი ინტელექტი“ ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ შექმნან ატლანტიდის მსგავსი რთული ცივილიზაცია წყალქვეშა სამყაროში.
“რვაფეხამ დაამტკიცა, რომ საკმარისად ინტელექტუალურია, რათა გაახანგრძლივოს წყლიდან გასვლის დრო და შეიმუშაოს ახალი ნადირობის ტექნიკა. მტაცებლებს, რომლებსაც 30 წუთის განმავლობაში შეუძლიათ წყლიდან ამოსვლა, შეუძლიათ ევოლუციის შემდეგ, ხმელეთზე საკუთარი ნადირობის მეთოდები შექმნან, ისევე როგორც ადამიანებმა ზღვაში,“ – ამტკიცებს პროფესორი.
- მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ზოოლოგისა და ბიოლოგის განცხადებით, ცეფალოპოდები ახლა „საკვანძო პოზიციაში“ არიან მსოფლიოს კოლონიზაციისთვის.
რაც შეეხება პრიმატებს, რომლებიც დიდი ხანია ადამიანის მემკვიდრეებად ითვლებიან – მისი თქმით, მათაც ადამიანების მსგავსად, გადაშენება ემუქრებათ.
ჟურნალ „The European“-თან ინტერვიუში პროფესორმა კოულსონმა განაცხადა, რომ „რვაფეხა დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური, ადაპტირებადი და მარაგი არსებაა“.
„მათი უნარი, გადაჭრან რთული პრობლემები, მანიპულირება მოახდინონ ობიექტებზე და გასაოცარი სიზუსტით შენიღბონ საკუთარი თავი. შესაბამისი გარემო პირობების არსებობის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ განვითარდნენ ისეთ სახეობად, რომელსაც შეუძლია კაცობრიობის გადაშენების შემდეგ ცივილიზაციების შექმნა.
მათი განვითარებული ნერვული სტრუქტურით, დეცენტრალიზებული ნერვული სისტემით და პრობლემების გადაჭრის შესანიშნავი უნარებით, რვაფეხები იდეალურად ერგებიან არაპროგნოზირებად სამყაროს.
ეს თვისებები შეიძლება მათ საშუალებას აძლევდეს შეისწავლონ ახალი ნიშები და ადაპტირდნენ ცვალებად პლანეტასთან, განსაკუთრებით ადამიანის არარსებობის შემთხვევაში“, – აღნიშნავს ის.
ინტელექტის გარეშე, ვერცერთი სახეობა ვერ შეძლებდა პლანეტის კოლონიზაციისთვის ისეთი რთული ხელსაწყოების შემუშავებას, როგორიც ადამიანებმა გააკეთეს.
ფრინველს, როგორიცაა ყვავები და თუთიყუშები, განსაკუთრებული ინტელექტი აქვთ და აშენებენ საერთო ბუდეებს, რომლებმაც შეიძლება ათწლეულების განმავლობაში გაძლონ.
მწერების ზოგიერთი სახეობა აშენებს რთულ, მაღალ სტრუქტურებს, რომლებიც ადამიანის ცივილიზაციას მოგვაგონებს.
თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ არც ფრინველები და არც მწერები ეკოლოგიურად ვერ ჩაანაცვლებენ ადამიანებს, რადგან მათ არ აქვთ ადამიანებისა და რვაფეხების მოხერხებულობა.




