მეცნიერებმა ბელგიაში 10 500 წლის წინ მცხოვრები ქალის გარეგნობა აღადგინეს

გენტის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა მხატვრებთან ერთად აღადგინა ქალის სახე, რომელიც თანამედროვე ბელგიის ტერიტორიაზე, მეზოლითის პერიოდში ცხოვრობდა. ნაშთები მარგოს მღვიმეში, დინანის მახლობლად, 35-ზე მეტი წლის წინ აღმოაჩინეს.
პროექტზე მუშაობდნენ სპეციალისტებს არქეოლოგიის, ბიოანთროპოლოგიის, გენეტიკისა და ვიზუალური რეკონსტრუქციის სფეროებიდან. სამუშაო თავის ქალას სკანირებითა და მისი სამგანზომილებიანი ასლის შექმნით დაიწყო. სწორედ ამ მოდელზე დაყრდნობით Kennis & Kennis-ის სტუდიის გუნდა და მხატვარმა ულკო გლიმერვენმა აღადგინა ქალის სახე. მან კუნთებისა და კანის ფენობრივი ანატომიური მოდელი გამოიყენა.
ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ გარდაცვალების დროს ქალის ასაკი 35-დან 60 წლამდე იყო.
გენეტიკურმა კვლევამ მეცნიერებს ქალის გარეგნობის გარკვეული ნაკვეთების დაზუსტების საშუალება მისცა. კერძოდ, ქალს ჰქონდა ცისფერი თვალები. მისი კანის ფერი კი უფრო ღია აღმოჩნდა, ვიდრე დასავლეთ ევროპის მეზოლითური საზოგადოებების უმეტეს წარმომადგენლებში, რომელთა ნაშთებიც აქამდე იყო შესწავლილი.
გენეტიკური ანალიზით დადგინდა, რომ ქალი იმავე მონადირე-შემგროვებლების პოპულაციას ეკუთვნოდა, რაც ჩედერის კაცი – რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წინაისტორიული მცხოვრები.
როგორც გენეტიკოსმა მაიტე რივოლამ განმარტა, ახალი მონაცემები მიგვანიშნებს, რომ ევროპელი მონადირე-შემგროვებლების გარეგნობის სპექტრი გაცილებით მრავალფეროვანი იყო, ვიდრე აქამდე ითვლებოდა. ადრე მიიჩნეოდა, რომ ამ ჯგუფის წარმომადგენლებს მეტ-ნაკლებად ერთნაირი გარეგნობა ჰქონდათ, თუმცა ახალი აღმოჩენები ამ ვარაუდს ეჭვქვეშ აყენებს.
imedinews.ge