მეცნიერები შიშობენ, რომ 700 000 წლის განმავლობაში მიძინებული ვულკანი იღვიძებს – რა აჩვენა კვლევამ

ახა­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ირა­ნი­სა და პა­კის­ტა­ნის სა­ზღვარ­თან მდე­ბა­რე ტაფ­თა­ნის ვულ­კა­ნი, რო­მე­ლიც დღემ­დე მძი­ნა­რედ ით­ვლე­ბო­და, შე­საძ­ლოა პირ­ვე­ლად, ბოლო 700 000 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამოფრქვე­ვის ზღვარ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­დეს.
ჟურ­ნალ Geophysical Research Letters-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა ახალ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ 2023 წლის ივ­ლი­სი­დან 2024 წლის მა­ი­სამ­დე ვულ­კა­ნის წვერ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 9 სმ-ით ამო­ი­წია და დღემ­დე ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რჩე­ბა.
· მკვლე­ვარ­თა გან­ცხა­დე­ბით, ეს იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ვულ­კა­ნის ქვეშ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­ზის წნე­ვა გროვ­დე­ბა.
“ის მო­მა­ვალ­ში ან ძა­ლა­დობ­რი­ვად, ან შე­და­რე­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით უნდა გა­მო­ი­დევ­ნოს” 0 გა­ნუ­ცხა­და კვლე­ვის წამ­ყვან­მა ავ­ტორ­მა და ვულ­კა­ნო­ლოგ­მა პაბ­ლო გონ­სა­ლეს­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს.
გონ­სა­ლეს­მა ასე­ვე და­ა­მა­ტა, რომ ამ­ჟა­მად ამოფრქვე­ვის მყი­სი­ე­რი საფრ­თხე არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა ვულ­კა­ნი მა­ინც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ უნდა მო­ექ­ცეს.
2023 წელს ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა უკვე შე­ამ­ჩნი­ეს მკვეთ­რი სუნი, რო­მე­ლიც 50 კმ-ს და­შო­რე­ბი­თაც კი იგ­რძნო­ბო­და.
გი­გან­ტუ­რი, და­ახ­ლო­ე­ბით 3 940 მეტ­რის სი­მაღ­ლის ტაფ­თა­ნის ვულ­კა­ნი, სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ირა­ნის ყვე­ლა­ზე დიდი ვულ­კანს წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც არა­ბე­თის ზღვის ქერ­ქით წარ­მოქ­მნილ მცი­რე მთე­ბის ჯგუფ­ში მდე­ბა­რე­ობს.
შო­რე­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბის გამო მისი მო­ნი­ტო­რინ­გი და ზუს­ტი სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა რთულ­დე­ბა, თუმ­ცა მეც­ნი­ე­რებ­მა ვულ­კა­ნის წვე­რის ამაღ­ლე­ბის და­სად­გე­ნად სა­ტე­ლი­ტუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს, მათი გან­ცხა­დე­ბით ზრდის მი­ზე­ზი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მთის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ჰიდ­რო­თერ­მუ­ლი არ­ხე­ბის ცვლი­ლე­ბაა, რო­მე­ლიც გა­ზის დაგ­რო­ვე­ბას და მაგ­მის ზე­და­პი­რის­კენ ამოს­ვლას იწ­ვევს.
წყა­რო: ambebi.ge