მექსიკის უდაბნოში ადამიანის ნეშტებით სავსე 48 პარკი აღმოაჩინეს

მექსიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გვადალახარას უდაბნოსთან ახლოს მდებარე საიდუმლო სამარხში, ადამიანების ნეშტით სავსე 48 პარკი აღმოაჩინეს.
გვადალახარა ხალისკოს შტატის დედაქალაქია, ის მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და გავლენიანი ნარკოკარტელის სამშობლოა. გვადალახარაში ათასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება.
CBS News-ის ცნობით, ხალისკოს შტატის პროკურატურამ დაადასტურა ადამიანის ნეშტის შემცველი პარკების აღმოჩენა. აღსანიშნავია, რომ სამარხი ერთი თვის წინ აღმოაჩინეს.
“ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს სასამართლო ექსპერტიზაში, რათა დავადგინოთ, რამდენ მსხვერპლს ეკუთვნის ეს ნეშტები“, – განაცხადეს პროკურატურაში.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!