მექსიკის პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერ აქციაზე სცენის ჩამონგრევის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა

მექსიკის პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერ აქციაზე სცენის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ნუევო ლეონის შტატის გუბერნატორი, სამუელ გარსია ავრცელებს.
„ტრაგედია მოხდა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 5 ადამიანი, დაახლოებით 50-მა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო, ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა“, – განაცხადა გუბერნატორმა.
მექსიკის პრეზიდენტობის კანდიდატი, ხორხე ალვარეს მაინესი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნუევო ლეონის შტატის ქალაქ სან პედრო გარსა გარსიაში მხარდამჭერებს სცენიდან მიმართავდა, როდესაც სცენის სტრუქტურის ნაწილი ჩამოინგრა.
შემთხვევის შემდეგ მაინესი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი თქმით, საარჩევნო კამპანიას დროებით აჩერებს.
„კარგად ვარ და სახელმწიფო ორგანოებთან კონტაქტზე ვარ, რათა გავიგოთ რა მოხდა. ერთადერთი, რაც ახლა მნიშვნელოვანია, უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულებზე ზრუნვაა“, – განაცხადა მაინესმა.
მექსიკის პრეზიდენტის, ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორის ცნობით, სცენის ნაწილის ჩამონგრევა ძლიერმა ქარმა გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

რიკარდ იოზვიაკი – ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია – იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით 8 წევრი წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას მიაყენებს ზიანს

გია ხუხაშვილი – 4 ოქტომბერი ვაქციოთ ხელისუფლების იძულების დღედ, ცხელ კვალზე უნდა დავიჭიროთ – არ მივცეთ უფლება, გამოიტანოს დახატული ოქმები, უბნებზე 100 000 კაცი რომ გადანაწილდება, ვნახავთ, რამდენი პოლიციელი ჰყავთ ჩვენს საცემად