მექსიკის პრეზიდენტი – ტრამპთან კარგი საუბარი მქონდა, ტარიფები ერთი თვით შეჩერებულია

პრეზიდენტ ტრამპთან კარგი საუბარი მქონდა, ტარიფები ერთი თვით შეჩერებულია, – ამის შესახებ მექსიკის პრეზიდენტი, კლაუდია შეინბაუმი X-ზე წერს.
„ჩვენ რამდენიმე შეთანხმებას მივაღწიეთ: მექსიკა ჩრდილოეთის საზღვარს ეროვნული გვარდიის 10 000 ჯარისკაცით გაამაგრებს, რათა მექსიკიდან -ში ნარკოტიკების კონტრაბანდა, განსაკუთრებით ფენტანილი, შეაჩეროს“, – წერს კლაუდია შეინბაუმი.
მისი თქმით, აშშ მექსიკაში იარაღის კონტრაბანდის აღსაკვეთად იმუშავებს.
„დღეს ჩვენი გუნდები მუშაობას ორ სფეროში დაიწყებენ: უსაფრთხოება და ვაჭრობა“, – აღნიშნავს მექსიკის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, ს მიერ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე დაწესებული ტარიფები ძალაში ადგილობრივი დროით 12:01 საათზე, (თბილისის დროით სამშაბათი, 09:01 საათი) უნდა შესულიყო.

ასევე დაგაინტერესებთ