დონალდ ტრამპის გამარჯვებაში ნერვიულობის მიზეზი არ არსებობს. ამის შესახებ მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენს თანამოქალაქე კაცებისთვისა და ქალებისთვის, აქ მყოფი მათი ნათესავებისთვის, ნერვიულობის მიზეზი არ არსებობს…
მექსიკა ყოველთვის წინ წავა, თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა ვართ და შეერთებულ შტატებთან კარგი ურთიერთობა გვექნება. ამაში დარწმუნებული ვარ”, – განაცხადა შეინბაუმმა.
ცნობისთვის, იმიგრაცია დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა. თავის გამოსვლებში ის ხშირად ესხმოდა თავს მექსიკას და მათ იმაში ადანაშაულებდა, რომ “ხალხს ჩვენს საზღვარზე უშვებენ”. მან ასევე განაცხადა, რომ “პირველ დღეს” ის დაიწყებს “ამერიკის ისტორიაში დეპორტაციის უდიდეს პროგრამას” ქვეყნიდან კრიმინალების გასაძევებლად.