მექსიკის პირველმა ქალმა პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა ფიცი დადო
მექსიკის პირველმა ქალმა პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა ფიცი დადო, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 62 წლის კლაუდია შეინბაუმი ქვეყანას ექვსწლიანი ვადით უხელმძღვანელებს.
„ახლა ტრანსფორმაციის დროა, ახლა ქალების დროა“, – განაცხადა მექსიკის ახალმა პრეზიდენტმა. კლაუდია შეინბაუმმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი შეცვალა. ივნისში გამართულ მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ქალაქ მეხიკოს ყოფილმა მერმა, კლაუდია შეინბაუმმა ხმების 61% მიიღო.
ipn.ge
