მექსიკა Google Maps-ისგან მექსიკის ყურის სახელის დაბრუნებას მოითხოვს

მექსიკის ხელისუფლება სასამართლოში ჩივილით დაემუქრა კომპანია Google-ს, თუ ის სერვის Google Maps-ის რუკებზე ძველ სახელს, მექსიკის ყურეს, არ დაუბრუნებს ამერიკულ ყურეს.
ორშაბათს მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ კომპანიისგან მოელის პასუხს ყურისთვის საზოგადოდ მიღებული სახელწოდების დაბრუნების მოთხოვნაზე და Google-ს სასამართლოთი დაემუქრა ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში.
მანამდე კომპანია Google-მა მექსიკის ხელისუფლებას გაუგზავნა განმარტება, რომელშიც ნათქვამია, რომ საერთაშორისო შეთანხმება კერძო კარტოგრაფიულ სამსახურებს არ უწესებს გეოგრაფიული სახელების გამოყენების ნორმებს, ამიტომ Google იყენებს სხვადასხვა წყაროს, რათა განსაზღვროს უფრო ზუსტი სახელწოდება.
მექსიკასა და Google-ს შორის დავის მიზეზი გახდა კომპანიის გადაწყვეტილება, გამოიყენოს სახელი ამერიკის ყურე Google-სერვისის მომხმარებლებისთვის შეერთებულ შტატებში. სახელი მექსიკის ყურე შენარჩუნებულია მექსიკელი მომხმარებლებისთვის, ხოლო მთელ მსოფლიოში Google maps-ის დანარჩენი მომხმარებლებისთვის გამოიყენება ორივე სახელი.
სახელის შეცვლა კომპანია Google-ის მიერ გამოიწვია აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა გადაწყვეტილებამ, რომელსაც საფუძვლად დაედო მექსიკის ყურის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულება.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულების თანახმად, მექსიკის ყურეს ოფიციალურად დაერქვა ამერიკის ყურე, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლეს მწვერვალს კვლავ დაერქვა მაკ-კინლის მთა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია