მექსიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი ნახეს

მექსიკაში ქართველი ემიგრანტი, ხათუნა კვაჭარავა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ის იტალიიდან გაემგზავრა მექსიკაში, სადაც გარდაცვლილი ნახეს. ახლობლების თქმით, ამერიკაში მიდიოდა.
„გარდაცვალების მიზეზი იტალიიდან გადავიდა მექსიკაში და იქ ნახეს გარდაცვლილი (ამერიკაში მიდიოდა)
(იტალიის ნაპოლის ემიგრანტი იყო)
ხათო სიკვდილმა არ დაგინდო სიცოცხლემოწყურებული ახალგაზრდა, სამუდამოდ დაშორდი შენს ოჯახს, დარდითა და ტკივილით გულდამძიმებული, ძაძებით შემოსე შენი ოჯახისწევრები ახლობლები და მეგობრები, ჩვენო უიღბლო… ძალიან ძნელია წარსულში ლაპარაკი შენ ხომ ძალიან კარგი ადამიანი იყავი, ღმერთს ვთხოვთ ჩვენმა დანთებულმა სანთელ – საკმეველმა გზა გაგინათოს მარადიულ სასუფეველში.. ყოფილიყავი ამ ქვეყნად და გაგეხარა ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სპეტაკი სული.
მოიხსენიეთ ახლადშესვენებული ხათუნა ცაგურია
კიდევ ერთი ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე…
ღმერთმა ნათელში გამყოფოს იქ სადაც მართალნი და შენნაირი კარგი ადამიანები განისვენებენ….
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. აქ სიტყვები უძლურია….
შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო.
თავდადებით შრომობდი, სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი.
კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, ბედისწერამ ლამაზი საამაყო წაგიყვანა სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა.
არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი.“ – წერს შოთო სიხარულიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მსჯავრდებულ დარჩო ხეჩუაშვილს პოლიტიკოსის თვალთვალსა და მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, ოდესაში კარგ თანამდებობაზე დანიშვნას დაპირდნენ