მექსიკაში სახალხო დღესასწაულის მსვლელობისას ქალაქის მერი მოკლეს

მექსიკაში ნარკოკარტელებთან მებრძოლი, ქალაქ ურუაპანის მერი, 40 წლის კარლოს მანსო მოკლეს.

მკვლელობის მომენტში მანსო ქალაქის ცენტრში, მიცვალებულთა დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებაზე სიტყვით გამოდიოდა.

ქალაქის მერს ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს ჭრილობები. მანსო საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა ერთ-ერთი თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს, მეორე დააკავეს.

ურუაპანის მერი ღიად ებრძოდა ნარკოკარტელებს და ფედერალურ ხელისუფლებას მაფიისადმი რბილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებდა.

ცოტა ხნით ადრე მანსო ხელისუფლებას უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას სთხოვდა, საჯაროდ ამბობდა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია.