მექსიკაში საფეხბურთო მოედანზე სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა ქალაქ სალამანკაში საფეხბურთო მატჩის შემდეგ ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც, 11 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.
სალამანკას მერმა, სეზარ პრიეტომ განაცხადა, რომ შემთხვევა ქალაქში არსებული „დანაშაულის ტალღის“ ნაწილია და დახმარებისთვის მექსიკის პრეზიდენტს, კლაუდია შეინბაუმს მიმართა.
„სამწუხაროდ, კრიმინალური დაჯგუფებები ხელისუფლების დამორჩილებას ცდილობენ, რაც არ გამოუვათ“, – აღნიშნა ქალაქის მერმა.




