მექსიკაში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახებას 19 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკაში სატვირთო მანქანის და ორსართულიანი ავტობუსის შეჯახების შედეგად 19 ადამიანი გარდაიცვალა. ავარია მექსიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ერთ-ერთ ძირითად მაგისტრალზე მოხდა. ავტობუსი, რომლის მგზავრებიც გარდაიცვალნენ ან მძიმედ დაშავდნენ, გვადალახარადან სინალოას შტატის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ავტობუსსა და სატვირთო მანქანაში სულ დაახლოებით 50 ადამიანი იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევისას მინიმუმ 22 ადამიანი დაშავდა. სინალოას შტატის გენერალური პროკურორის, სარა კინონეზის თქმით, მათ ყველა ცხედრის იდენტიფიკაციისთვის დრო დასჭირდებათ.