მექვევრე: “შიდა და გარე პოლიტიკური პროცესების გამო, ევროპული ბაზრებიდან დაინტერესება შეგვიმცირდა”

ინჟინერ-მკვლევარი და ქართული ქვევრების მწარმოებელი, ზურაბ ყარაულაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ ბოლო 2 წელია, საექსპორტო ბაზრების მხრიდან დაინტერესება შემცირებულია, რაც შიდა და გარე პოლიტიკური პროცესებითაა განპირობებული.
მისი ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ თუ ევროპელი დამკვეთები იყვნენ დაინტერესებული, ახლა ძირითადად რუსები ინტერესდებიან.
“ექსპორტით ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდანაა ინტერესი, როგორებიცაა სომხეთი, აზერბაიჯანი, და სხვა. თუმცა, უფრო რუსები არიან დაინტერესებული, რომლებსაც სუვენირის სახით, მცირე ზომის ქვევრები მიაქვთ ხოლმე.