მექვაბიშვილი უპირველესი სამიზნეა – ბელგიური კლუბი ძველი დიდების დაბრუნებას გეგმავს

„სტანდარდმა“ გასულ სეზონში ბელგიის ჩემპიონატზე მე-12 ადგილი დაიკავა, რაც არადამაკმაყოფილებელი შედეგია, გუნდის მწვრთნელად მირჩა რედნიკი დანიშნეს და რუმინელმა პირველ რიგში კრაიოვას „უნივერსიტატეას“ 24 წლის ნახევარმცველის ანზორ მექვაბიშვილის შეძენა მოითხოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას Prosport-ი ავრცელებს.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს „უნივერსიტატეასთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სატრანსფერო ფასი 1.5 მილიონი ევროა და თუ ლიეჟური კლუბი ქართველში საკმაო თანხას შესთავაზებს, შეიძლება ტრანსფერი განხორციელდეს. „სტანდარდის“ სპორტული დირექტორი მარკ ვილმოტსი უკვე დაუკავშირდა მექვაბიშვილის აგენტს მურატ ერდოღანს. თუმცა, მოლაპარაკებები მხოლოდ იწყება.
მექვაბიშვილით ზამთარში რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული, მაგრამ მაშინ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. რედნიკი აცხადებს, რომ „სტანდარდს“ ძველი დიდება უნდა დაუბრუნოს, ამისათვის კი უპირველეს ყოვლისა ანზორის დამატებაა აუცილებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში