მექვაბიშვილის ტრავმა ძალიან მძიმე არ აღმოჩნდა

კრაიოვას “უნივერსიტატეას” ნახევარმცველის, ანზორ მექვაბიშვილის ტრავმა ისეთი სერიოზული არ აღმოჩნდა, როგორც ვარაუდობდნენ, – იტყობინება რუმინული “ფანატიკი”.
დღეს 23 წლის ქართველ ლეგიონერს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, ჯვარედინი მყესების გაწყვეტა არ დაუდგინდა, მხოლოდ დაჭიმვა აქვს და ექვსი კვირა იუქმებს.
მექვაბიშვილი საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის მომავალ მატჩებში ვერ დაეხმარება.