მექაში ჰაჯის შესრულების დროს სიცხისგან დაღუპულთა რიცხვმა 1300-ს მიაღწია

მექაში ჰაჯის მსვლელობისას სიცხისგან დაღუპულთა რიცხვმა 1300-ს მიაღწია.
მექაში ჰაერის ტემპერატურამ დღესასწაულის დროს 52 გრადუსს მიაღწია, რაც მომლოცველთა ნაწილის დაღუპვის მიზეზი გახდა. ს ჯანდაცვის სამსახურების თქმით, სულ სიცხისგან 2000-დე ადამიანი დაშავდა.
დაღუპულთა შორის არიან საუდის არაბეთის, ეგვიპტის, იორდანიის, ირანის, ინდონეზიისა და სენეგალის მოქალაქეები.
21 ივნისს, ტუნისის რელიგიური საკითხების მინისტრი ჰაჯის დროს დაღუპული ტუნისელების გამო გადააყენეს. ოფიციალური მონაცემებით მექაში 49 ტუნისის მოქალაქე გარდაიცვალა.
ჰაჯი ტრადიციული მოლოცვის რიტუალია, რომელიც მექაში ყოველწლიურად ტარდება. პილიგრიმები სხვადასხვა მუსლიმური ქვეყნებიდან მექადან აღმოსავლეთით დაახლოებით, ხუთ კილომეტრში ლოცვით მსვლელობას აწყობენ. მომლოცველები იმ გზას გადიან, რომელიც გადმოცემის თანახმად წინასწარმეტყველმა მუჰამედმა განვლო.
ჰაჯი უდიდესი ყოველწლიური პილიგრიმობაა მსოფლიოში. ის მუსლიმური რელიგიის ხუთ მთავარ საყრდენთაგან ერთ-ერთია და ყველა ფიზიკურად ჯანმრთელი მუსლიმივალდებულია, სიცოცხლეში ერთხელ მაინც დაესწროს.