მეფე ჩარლზ III-ს სიმსივნე დაუდგინეს

გაერთიანებული სამეფოს მეფეს, ჩარლზ III-ს სიმსივნე დაუდგინეს. ინფორმაციას ბრიტანული მედიები ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ამ ეტაპზე უცნობია რა ტიპის და რომელი სტადიის სიმსივნე დაუდგინეს მონარქს.
ახლო წარსულში ჩარლზს პროსტატაზე ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ბუკინგემის სასახლის განცხადებაში წერია, მეფეს კვლევების ჩატარებისას, სიმსივნე აღმოუჩინეს, რომელიც კავშირში არ არის თავდაპირველ დიაგნოზთან და ოპერაციასთან.