მეფე ჩარლზმა ოქსფორდის ისლამური კვლევების ცენტრის 40 წლის იუბილე აღნიშნა – უდიდესი სიამაყითა და აღტაცებით გიერთდებით დღეს, რათა პატივი მივაგოთ ამ შესანიშნავ ცენტრს, რომლის უნაკლო მუშაობა მიმართულია გაერთიანებულ სამეფოში ისლამური სამყაროს შესახებ ცოდნის გაფართოებისკენ

მეფე ჩარლზმა ოქსფორდის ისლამური კვლევების ცენტრის 40 წლის იუბილე აღნიშნა – უდიდესი სიამაყითა და აღტაცებით გიერთდებით დღეს, რათა პატივი მივაგოთ ამ შესანიშნავ ცენტრს, რომლის უნაკლო მუშაობა მიმართულია გაერთიანებულ სამეფოში ისლამური სამყაროს შესახებ ცოდნის გაფართოებისკენ
გაერთიანებული სამეფოს მონქარქი, მეფე ჩარლზ III, ოქსფორდის ისლამური კვლევების ცენტრის 40 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, სადაც სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ბრიტანეთში ისლამის შესახებ ცოდნის გაღრმავების კუთხით ცენტრის უნაკლო მუშაობას.
როგორც მეფე ჩარლზმა აღნიშნა, ცენტრი მოკრძალებული დაწესებულებიდან, საერეთაშორისოდ აღიარებულ ინსტიტუციად იქცა, რომელიც უკვე ოქსფორდის შესანიშნავ გარემოშია განთავსებული და მნიშნელოვან როლს ასრულებს ამ “გლობალურად კრიტიკულ” დროს.
მისივე განცხადებით, ოპტიმიზმით ელოდება ისლამური კვლევების ცენტრის მუშაობის გაგრძელებას იმ “ურყევი ღირებულებებით”, რასაც აქამდე ეფუძნებოდა.
“ამ მნიშვნელოვან საიუბილეო წელს, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ უდიდესი სიამაყითა და აღტაცებით გიერთდებით დღეს, რათა პატივი მივაგოთ ამ შესანიშნავ ცენტრს, რომელიც აღნიშნავს უნაკლო მუშაობის ოთხ ათეულ წელს, რომელიც მიმართულია გაერთიანებულ სამეფოში ისლამური სამყაროს შესახებ გაგების გაფართოებისკენ.
1985 წელს, მისი მოკრძალებული დასაწყისიდან, როდესაც მე და დოქტორ ნისამის [ცენტრის ხელმძღვანელი] ოდნავ ნაკლები ჭაღარა გვქონდა, მე ვხედავდი, თუ როგორ გაიზარდა ცენტრი გზაჯვარედინზე მდებარე მოკრძალებული ქოხიდან საერთაშორისოდ აღიარებულ დაწესებულებად, რომელიც ახლა ამ სანახაობრივ გარემოშია განთავსებული, წლების განმავლობაში მასპინძლობს უამრავ მომხსენებელს, ქმნის უამრავ შესაძლებლობას როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე ხანდაზმულებისთვის და ამ გზაზე ავითარებს სამუდამო მეგობრობას.
ცენტრის მუდმივი ერთგულება ობიექტური სტიპენდიებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართ, რომელიც დაფუძნებულია დიალოგის, ღრმა გაგებისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე დღევანდელ სამყაროში.
ჩემთვის გამამხნევებელია, რომ ცენტრი აგრძელებს ასეთი მნიშვნელოვანი როლის შესრულებას ამ გლობალურად კრიტიკულ ვითარებაში.
დიდი ოპტიმიზმით ველი ცენტრის ისტორიის შემდეგ თავს, რომელიც დაეფუძნება იმას, რასაც მან უკვე მიაღწია იმავე ურყევი ღირებულებებით, რომლებმაც დღემდე გააძლიერა ინსტიტუტი.” – აღნიშნა ბრიტანეთის მონქარმა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც წლების მანძილზე მხარს უჭერდა ცენტრს, “დაუღალავი თავდადებისა და ურყევი ხედვისთვის, რამაც ეს ცენტრი ისლამური სტიპენდიის შუქურად აქცია”.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია, რაც 64-ვე მუნიციპალიტეტში გვიმარტივებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას, ამ ვითარებაში ჩვენი რეიტინგი ბევრად აღემატება საპარლამენტო არჩევნების წინ დაფიქსირებულ რეიტინგს, შესაბამისად, ველით 60 %-ზე მეტის მიღებას

მივიღეთ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო ოდირის მისიის მოწვევის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ეუთო ოდირს შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა

ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება არ არის საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა, მაგრამ ჩვენ მაინც საჭიროდ ჩავთვალეთ ეუთო/ოდირის მოწვევა ამ არჩევნების დასაკვირვებლად