გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზმა განაცხადა, რომ, ადრეული დიაგნოზისა და ეფექტური მკურნალობის წყალობით, ახალი წლიდან მისი მკურნალობის ინტენსივობა შემცირდება.
„საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ კიბოს დიაგნოზი შეიძლება დამთრგუნველი იყოს. ასევე ვიცი, რომ ადრეული დიაგნოზი არის გასაღები, რომელსაც შეუძლია, შეცვალოს მკურნალობის პროცესი“, – აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს მეფემ ვიდეომიმართვისას.
ბუკინგემის სასახლის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, მეფის გამოჯანმრთელების პროცესი დადებითად მიმდინარეობს და ექიმები ახლა მის მკურნალობას „პრევენციულ ფაზაში“ გადაიყვანენ.
ამასთან, როგორც მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ მეფე ჩარლზის მკურნალობის პროცესი ნაკლები სიხშირით გაგრძელდება, ის ჯერ განკურნებული არ არის. უცნობია, რა ტიპის სიმსივნე აქვს მეფეს.
გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზმა 2024 წლის თებერვალში განაცხადა, რომ კიბო აღმოაჩნდა.
1tv.ge




