მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ნიკოლოზ ქრისტესიაშვილი – დამალვა არ მიცდია, პოლიციას ჩავბარდი – არ ვეთანხმები, რომ მომხდარი ბავშვმა ნახა, მას ეძინა

დამალვა არ მიცდია, პოლიციას ჩავბარდი, – ამის შესახებ მეუღლის, ალინა კალოიანის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულმა ნიკოლოზ ქრისტესიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან მცირე რეპლიკით ისარგებლა და განაცხადა, რომ მისი მცირეწლოვანი შვილები მკვლელობას არ შესწრებიან.
„ერთადერთი არ ვეთანხმები, რომ ბავშვმა ნახა ესო. მას ეძინა, წუთი წუთზე ჩემი ცოლის ძმა უნდა მოსულიყო, აღელვებულ მდგომარეობაში ვიყავი და ვერ დავხვდებოდი მას. დამალვა არ მიცდია, პოლიციას ჩავბარდი“, – განაცხადა ბრალდებულმა.
აღნიშნულს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ ეს ფაქტი დადასტურებული რომ იყოს, ბრალშიც იქნებოდა ასახული, ამიტომ ეს საკითხი გამოსაძიებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – ნიკოლოზ ქრისტესიაშვილი მეუღლის მკვლელობაში თავს დამნაშავედ ცნობს – ქალს დაზიანებები უმეტესად სახის არეში აქვს მიყენებული, არის ვარაუდი, რომ ბრალდებული ძალადობას ხელით ახორციელებდა, რადგან მას ხელი აქვს დაზიანებული