მეუღლის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს.
„ცოტა ხნის წინ საქართველოს პოლიცია ჩემი მეუღლის, აფგან სადიგოვის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. თავდაპირველად ბინის კარის შემტვრევას ცდილობდნენ და კარის გაღებას მოითხოვდნენ. მას შემდეგ, რაც აფგანმა კარი გააღო, მასზე ფიზიკურად იძალადეს და ყოველგვარი დასაბუთებული მიზეზის გარეშე, ძალის გამოყენებით წაიყვანეს. მოგვიანებით სათვალთვალო კამერა გამორთეს და ჩანაწერები წაშალეს. თუმცა, წაშლამდე ზოგიერთი კადრის შენახვა მოვასწარი“, – წერს ჟურნალისტის მეუღლე სევინჩ სადიგოვა და კამერის ჩანაწერებს აქვეყნებს.
გამოქვეყნებულ კადრებში პოლიციის ფორმიაი პირები არ ჩანან – ჩანს მხოლოდ ორი სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი კაცი და 112-ის რამდენიმე თანამშრომელი.
„პუბლიკა“ შსს-სთან ცდილობს დეტალების დაზუსტებას.




