მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურის განცხადებით, თბილისში, მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა. საქმე ეხება ვარკეთილში 27 წლის ქეთევან ედიბერიძის მკვლელობას.
ქმარს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 იანვარს, თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა დანით გულმკერდის არეში ჭრილობები თავადაც მიიყენა, იგი ამჟამად მოთავსებულია საავადმოყოფოში და გადის შესაბამის მკურნალობას”, – წერია უწყების განცხადებაში.
პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ასევე დაგაინტერესებთ