მეუფე შიო: ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სამების ტაძრის მშენებლობაში, მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი

“ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სამების ტაძრის მშენებლობაში, მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ს წვლილი, რომლის შემოწირულებამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა”, – ამის შესახებ სამების ტაძარში ქადაგებისას მეუფე შიო მუჯირმა განაცხადა.

მან სამების ტაძარში შეკრებილებს გიორგობა მიულოცა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოლოცვა გადასცა.

“გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოლოცვას და კურთხევას. წმინდა მოწამეებს არავის და არაფრის ეშინოდათ. მისი [წმინდა გიორგის] ღვაწლი იყო მძიმე, მაგრამ ღვთის წყალობაც მასზე იყო განსაკუთრებული. ეს გამოვლინდა იმაში, რომ თვით უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა მას. წმინდა გიორგისთვის ჭეშმარიტი გზა და ცხოვრება იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე. დღეს გავიდა ზუსტად 20 წელი წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კურთხევიდან, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით.

მინდა, თქვენთან ერთად დიდი სიყვარულით მივულოცო წმინდა გიორგობაც, ამ ტაძრის კურთხევიდან 20 წლის თავიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, მადლობა ვუთხრათ უფალს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში, ურთულეს ათწლეულებში მოგვივლინა ასეთი ბრძენი და სულიერი საჭეთმპყრობელი”, – აღნიშნა მეუფე შიომ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – რატომ არ იბარებენ იმ ხალხს სასამართლო დარბაზში, ვისაც აქვს პრეტენზია ჩემსა და ბადრის მიმართ, რადგან ეს არის ერთი „კლანი“ – რით ჯობია წულუკიანი ნებისმიერს, რომელიც სასამართლოზე დადის?

ონისე ცხადაძე პოლიციელს – ვითომ ტერორისტები დაიჭირეთ აქ – როცა მცემეს, რუსთაველის მეტრომდე ვირბინე, პატრულის თანამშრომლები ჯიბეებში ხელჩაწყობილი უყურებდნენ, გქონდათ თუ არა დავალება, მსგავს სიტუაციაში არაფერი მოგემოქმედათ?